უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში, რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნების არაღიარების გამო, ოფიციალურმა მოსკოვმა ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
''ჩვენ გამოვდივართ, იქიდან რომ ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს ისეთივე პატივისცემით უნდა უდგებოდეს, როგორც ამას ჩვენი მხრიდან ჩვენი პარტნიორები ელოდებიან, მაშინ როცა საუბარი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება'' - თქვა ზახაროვამ
10 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის 54 შემადგენელ სუბიექტში არჩევნები ჩატარდა, 21-ში რეგიონების ხელმძღვანელები აირჩიეს. "არჩევნები" ჩატარდა უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზეც, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს.
აზერბაიჯანის დიპლომატიურმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში გამართული "არჩევნებს" იურიდიული ძალა არ აქვს