გასულ 24 საათში რუსეთის გემი, წყალქვეშა ნავი და დაახლოებით 620 სამხედრო გავანადგურეთ - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 14 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინამ გაანადგურა მტრის გემი, წყალქვეშა ნავი, 47 უპილოტო საფრენი აპარატი, 42 საარტილერიო სისტემა, 18 ჯავშანტექნიკა და 15 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 270 970;
  • ​ტანკი - 4 599;
  • ჯავშანტექნიკა - 8 810;
  • საარტილერიო სისტემა - 5 944;
  • სარაკეტო სისტემა - 769;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 517;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 316;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 697;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 455;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 458;
  • გემი/ნავი/კატარღა - 20;
  • წყალქვეშა ნავი - 1;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 889.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი