რუმინეთმა უკრაინის საზღვართან თავშესაფრის მოწყობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუმინეთმა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში, საჰაერო შეტევის დროს გამოსაყენებელი თავშესაფრის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუმინეთში მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ ტერიტორიაზე თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ რუსეთს ეკუთვნოდა. 

ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან ხშირად ესმით აფეთქებების ხმა. აღსანიშნავია, რომ საზღვარი რამდენიმე ასეულ მეტრში მდინარე დუნაის გასწვრივ მდებარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი