უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NBC უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.
შეხვედრის ადგილი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, ბაიდენი ზელენსკის ბოლოს ივლისში ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტზე შეხვდა.