უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 15 სექტემბრის დილას რუსეთის მიერ გაშვებული 17-ვე "შაჰიდის" ტიპის დრონი გაანადგურეს. მათივე თქმით, მტრის ყველა დრონი ხმელნისკის მიმართულებით, სხვადასხვა მარშრუტით მოძრაობდა.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალები განმარტავენ, რუსეთმა უკრაინას დრონებით სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარის ოლქიდან შეუტია.
"[დრონების განადგურებაში] ჩართული იყო გამანადგურებელი ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები," - ნათქვამია განცხადებაში.