უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ქვეყანამ კიდევ 51 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.
უწყების ცნობით, ცხედრების გადმოსვენება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დეპარტამენტის მეშვეობით განხორციელდა.
საერთო ჯამში, ორწლიანი მუშაობის განმავლობაში, სამშობლოში 1 832 უკრაინელი დამცველის ცხედარი გადაასვენეს.