ბელგია F-16 გამანადგურებლების სამართავად უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს, როგორც "საავიაციო კოალიციის" ნაწილი. განცხადება ბელგიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვსი უკრაინელი ინსტრუქტორი და ოთხი მისიის დამგეგმავი ბელგიაში გაივლიან ტრენინგს, რათა შემდგომში მომზადდეს უკრაინელი მფრინავები და სხვა პერსონალი.
გარდა ამისა, უახლოეს კვირებში ბელგიის თავდაცვის სამინისტრო დანიაში უკრაინელი F-16 მფრინავების სასწავლო ცენტრში სამ სამხედრო მოსამსახურე ჯგუფს გაგზავნის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას მოიერიშე F-16 ტიპის თვითმფრინავები, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გადასცა. ხოლო დანიაში უკრაინელი პილოტები გადამზადებას გადიან.