კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი - ინფორმაციას ამის შესახებ "იუნესკო" ავრცელებს.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი აცხადებს, რომ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი და მასთან დაკავშირებული სამონასტრო ნაგებობები, კიევ-პეჩორის ლავრა და ლვოვის ისტორიული ცენტრის ანსამბლი, რუსული შეტევების გამო, განადგურების საფრთხის წინაშეა.
იუნესკოს მსგავს სიაში 2023 წლის იანვრიდან უკვე ჰყავს შეყვანილი ოდესის ისტორიული ცენტრი.