უკრაინის თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე და სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

Українська правда-ს ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას მედია მინისტრ ოლეგ ნემჩინოვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გათავისუფლდნენ:

  • ვოლოდიმირ გავრილოვი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან;
  • როსტისლავ ზამლინსკი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან;
  • ანა მალიარი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან;
  • დენის შარაპოვი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან;
  • ანდრეი შევჩენკო - ეკავა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში;
  • ვიტალი დეინეგა - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციებისა და დიგიტალიზაციის საკითხებში;
  • კონსტანტინე ვაშჩენკო - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან.

როგორც უკრაინული მედია წერს, გათავისუფლების შესახებ განცხადება ყველა მათგანმა თავდაცვის ახალი მინისტრის მოთხოვნის შემდეგ ნებაყოფლობით დაწერა. სამინისტროსთან დაახლოებული წყარო გამოცემასთან აღნიშნავს, რომ "სრული განახლება მიმდინარეობს" და ახალ მოადგილეებთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. მისი გათავისუფლების ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გამოვიდა. თავდაცვის სამინისტროს ახალ მინისტრად კი რუსტემ უმეროვი დაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი