"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის დემონიზებას... ჩვენ არ ვერევით მის საშინაო საქმეებში" | უკრაინის საგარეო სუს-ის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის დემონიზებას... ჩვენ არ ვერევით მის საშინაო საქმეებში", - ასე ეხმაურება უკრაინის  საგარეო საქმეთა სამინისტრო სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში აჯანყება მზადდებოდა, მის მომზადებაში კი უკრაინული მხარე მონაწილეობდა.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას" - წერს ოლეგ ნიკოლენკო.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა განაცხადა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში დესტაბილიზაცია მზადდებოდა, რათა ძალაუფლება ძალისმიერი შეცვალონ "ევრომაიდანის სცენარით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი