უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ | ჰააგაში გენოციდის შესახებ საქმის განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში დღეს გენოციდის შესახებ საქმის განხილვა დაიწყო. კიევი კრემლს უმძიმეს დანაშაულში სდებს ბრალს და მოსკოვი თავის მართლების რეჟიმშია. დღეს სწორედ რუსი იურისტების და მათი უცხოელი მხარდამჭერების დღე იყო. კრემლის წარგზავნილებმა სასამართლოს წინაშე წარადგინეს საკუთარი არგუმენტები, რომლებითაც გენოციდში ბრალდების გაქარწყლებას ცდილობდნენ. ამ დრომდე რუსეთს ჰააგის სასამართლოს მიმართ საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული უნდობლობა, თუმცა დღეს სასამართლოს დარბაზში რუსეთის დელეგაცია საკმაოდ ფართომასშტაბიანი იყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი