გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, დახმარების ახალი პაკეტი ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას, ნაღმტყორცნებსა და რაკეტებს მოიცავს. უკრაინა ასევე მიიღებს ჯავშანმანქანებს, ნაღმების გამწმენდ სისტემებს, ზამთრის ტანსაცმელს და გენერატორებს.
დახმარების გარდა, შესაძლოა, გერმანიამ უკრაინას სამხედროებისთვის გაფართოებული სწავლებაც შესთავაზოს.
შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ბოლომდე, უკრაინისთვის გერმანიისგან გაღებული სამხედრო დახმარების ჯამური რაოდენობა - 5.4 მილიარდ ევროს შეადგენს.