დანია უკრაინას კიდევ 45 ტანკს გადასცემს, მათ შორის "ლეოპარდებს"

გამოქვეყნდა:

დანია უკრაინას კიდევ 45 ტანკს გადასცემს, მათ შორის 30 "ლეოპარდს" და 15 მოდერნიზებულ საბჭოთა წარმოების T-72 ტიპის ტანკს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროლს ლუნდ პულსენმა, უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრაზე (რამშტეინის ფორმატი) განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინელი სამხედროები T-72 ტანკების გამოყენებას დაუყოვნებლივ შეძლებენ, "ლეოპარდების" ეკიპაჟმა კი დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ.

სამხედრო დახმარება დაახლოებით 830 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც დანიამ გასულ კვირას დაზუსტების გარეშე გამოაცხადა.

მანამდე დანიამ შეიძინა და უკრაინას მიაწოდა 100 "ლეოპარდი," გერმანიასთან და ნიდერლანდებთან თანამშრომლობით. ამ პაკეტის პირველი 10 ტანკი უკრაინაში სექტემბრის დასაწყისში ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი