ნორვეგია უკრაინას 50-მდე სატვირთო მანქანას მიაწვდის

გამოქვეყნდა:

ნორვეგია უკრაინისთვის დაახლოებით 50 სატვირთო მანქანის მიწოდებას გეგმავს. როგორც უკრაინული მედია, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრზე, ბიორნ არილდ გრამზე დაყრდნობით წერს, რომ სატვირთო მანქანები განკუთვნილია საქონლის მიწოდებისთვის იმ ადგილებში, სადაც გზები არ არის.

გარდა ამისა, ასეთ მანქანებს შეუძლიათ მანევრირება ბორბლიანი მანქანებისთვის მიუწვდომელ რელიეფზე. შეუძლიათ საბრძოლო მასალის, საკვებისა და წყლის ტრანსპორტირება უკრაინელი სამხედროებისთვის საველე პირობებში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი