უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს ოლქში, რუსი ოკუპანტების შტაბ-ბინას დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ცნობით,
დარტყმა წარმატებით დასრულდა.
"დაახლოებით დილის 07:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული შეტევა მოახდინეს ოკუპანტების შტაბზე დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლის რაიონში", - ნათქვამია განცხადებაში.
სტრატოკომმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვა ცდილობს რაკეტების ჩამოგდებას, მაგრამ უშედეგოდ.