უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სურსათის დეფიციტის იარაღად გამოყენებას ცდილობს.
მისივე თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის შავი ზღვისა და აზოვის საზღვაო პორტები დაბლოკა, მდინარე დუნაი და უკრაინის პორტები კი კვლავ რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების სამიზნეა.
"რუსეთი ცდილობს გამოიყენოს სურსათის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე, როგორც იარაღად ზოგიერთი დაპყრობილი ტერიტორიის ოკუპაციის აღიარების სანაცვლოდ. რუსეთი სურსათის დეფიციტის იარაღად გამოყენებას ცდილობს", - განაცხადა ზელენსკიმ.