დიდი შვიდეულის ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინასთან ხანგრძლივ ომს აპირებს, რაც უკრაინის მუდმივ სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შვიდეულის მინისტრები და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ერთმენეთს გაეროს ასამბელის სადილზე შეხვდნენ.
''აღიარებულა,რომ ამ ომში რუსეთი საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით მოქმედებს'' - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.