"მე რასაც ვაკეთებ, არ მრცხვენია იმისა რასაც ვაკეთებ, დიახ, მუზეუმებიდან გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც დესტრუქციით იყვნენ დაკავებულები. იმიტომ, რომ მე დესტრუქციისთვის არ მცალია, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მჭირდებიან ადამიანები, ვინც აკეთებს საქმეს. დესტრუქციაში ჩართულმა ყოფილმა თანამშრომლებმა შექმნეს პროფკავშირები, პროფკავშირი, მე შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე იყო ძველად, რომ ასოცირდებოდა საბჭოთა დროსთან, ეს არ არის საბჭოური, კომუნისტური და სოციალისტური, თუ გნებავთ სოციალური იდეოლოგიის პროდუქტი, მაგრამ ესენი არიან კაპიტალისტები, თავისუფლები, არ არიან კონსერვატორებიც, ვერ გავიგე მე რა არიან".
თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.