ნათია თურნავას ეროვნულ ბანკში მოადგილეები აღარ ჰყავს

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოადგილეები აღარ ჰყავს. დღეს, 20 სექტემბერს, უწყების პრეზიდენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკვე სამმა მათგანმა, პაპუნა ლეჟავამარჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა.

ეროვნული ბანკი დატოვა პრეზედნტის მრჩველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

ამის მიზეზი კი ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებაა გახდა, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, მის ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი