წულუკიანის მოხსენება პარლამენტში | ხელოვანების პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის მოხსენება საკანონმდებლო ორგანოში და ხელოვანების საპროტესტო აქცია პარლამენტის შესასვლელთან. მინისტრის საათის ფარგლებში დღეს თეა წულუკიანი კანონმდებლებს მიმართავდა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისი რეპრესიული პოლიტიკა სხდომათა დარბაზში პერფორმანსით გააპროტესტეს.

თუმცა მინისტრისთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, წულუკიანმა ვრცლად ისაუბრა საკუთარ მიღწევებზე და არ დავიწყებია არც მადლიერების გამოხატვა ბიძინა ივანიშვილისადმი. მინისტრის სიტყვის გამოსვლის პარალელურად მიმდინარეობდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების პროტესტი, რომლებიც აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას და ცენზურის დაწესების მცდელობას.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი