რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კეივსა და უკრაინის რიგ რეგიონებზე.
დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში საჰაერო იერიშის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 7 ადამიანი. მათგან სამი (მათ შორის 9 წლის გოგონა) ქალაქის საავადმყოფოებშია მოთავსებული.
ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქის გოლოშეევსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებშიც, დაზიანდა ხუთსართულიანი კორპუსის გაზის მილი და ფანჯრები.
ჩერკასში, რუსული რაკეტის ჩამოგდების შედეგად, ნამსხვრევები დაეცა ქალაქის ცენტრში სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, ერთი პირი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
ღამით საჰაერო თავდაცვა ამოქმედებული იყო ხმელნიცკის რაიონებში, ხარკოვში, რივნეში და ლვოვში.