ხერსონზე რუსების თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მხარის ცნობით, 21 სექტემბერს დილით, რუსებმა მეორე იერიში მიიტანეს ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.

დაიღუპა 81 წლის ქალი, რომელიც შემთხვევის დროს ბინაში იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ღამით, რუსეთის მიერ ჰოსტელზე თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი