ნოტარიუსი ნინო ხოფერია "მთავარ არხთან" ადასტურებს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან, შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები - დაამოწმა ჩუქების ხელშეკრულება. მისივე თქმით, ის, რომ ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია, მის ნოტარიულ საქმიანობას ხელს არ უშლის.
ხოფერია კითხვაზე წყნეთში შეხვდა თუ არა ფარცხალაძეს, არ პასუხობს და ამბობს, რომ ეს სანოტარო საიდუმლოა.
"სანოტარო მოქმედება სრულდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერი წესების დაცვით, რის შესახებაც არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. [იცოდით რომ აშშ-ის მხრიდან სანქცირებული იყო?] რა თქმა უნდა. სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ ინფორმაცია არის საიდუმლო", - ამბობს ნინო ხოფერია.
უძრავი ქონების რეესტრში გუშინდელი - 20 სექტემბრის თარიღით იძებნება 12 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს - ანდრია ანზორ ფაცხალაძეს აჩუქა უძრავი ქონება თბილისში, ბაკურიანსა და ტაბახმელაში - ბინები, კომერციული ფართები, დასრულებული და დაუსრულებელი მშენებლობები, მიწის ნაკვეთები, ეკლესია. იხილეთ: