შვედეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 10 ტანკი Stridsvagn 122 გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. მედია წერს, რომ მძიმე ტექნიკა უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა ეკიპაჟმა შვედეთში ტანკების სამართავი სწავლება უკვე დაასრულა, ისინი შვედმა სპეციალისტებმა გადაამზადეს.
შეგახსენებთ, რომ შვედურმა მხარემ ამ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება 2023 წლის 2024 თებერვალს მიიღო
აღსანიშნავია, რომ ტელეარხ Discovery-ის მიხედვით, Stridsvagn 122 მსოფლიოში საუკეთესო ტანკად დასახელდა. ის გერმანული Leopard 2 ტანკის ანალოგია.