ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, პარასკევს პირველად ეწვევა ახლო მოკავშირე კანადას. ინფორმაციას კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს ოფისი ავრცელებს. ვიზიტი 21-დან 22 სექტემბრამდე გაიმართება.

"კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება და ჩვენ ყოველთვის მტკიცე ვიქნებით დავიცვათ კანონის უზენაესობა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს ნიუ-იორკში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრუდო ზელენსკის შეხვდება, რათა უკრაინის მიმართ კანადის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა დაადასტუროს. ამას გარდა, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ოტავაში, კანადის პარლამენტში.

"კანადა, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას პუტინის რეჟიმზე, სანამ ის პატივს არ სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. კანადა ყოველთვის იქნება უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, რომლებიც თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვას აგრძელებენ," - აცხადებენ ტრუდოს ოფისში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი