უკრაინაში, ჩორნომორსკის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ერთმა გემმა დატოვა

გამოქვეყნდა:

შავ ზღვაში, ჩორნომორსკის პორტი, ქალაქ ოდესასთან მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ერთმა გემმა დატოვა ახალი "ჰუმანიტარული დერეფნის" გამოყენებით. განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა გააკეთა. 

კუბრაკოვის ინფორმაციით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი 17 600 ტონა ხორბლითაა დატვირთული, რომელიც ეგვიპტეში უნდა ჩაიტანოს. 

უკრაინული მედიის ცნობით, გემის ეკიპაჟი ეგვიპტის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთისა და ბელგიის მოქალაქეებისგან შედგება.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს მარცვლეულით დატვირთული მეორე გემია, რომელიც ამ პორტიდან გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში უკრაინამ დროებითი უსაფრთხო კორიდორი შავ ზღვაში მას შემდეგ შექმნა, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში სულ მცირე შვიდმა სამოქალაქო გემმა ისარგებლა უსაფრთხო კორიდორით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი