ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 24 საათს გაატარებენ. შსს წინასწარი დაკავების 48 საათიან ვადას სრულად იყენებს. მათი სასამართლო სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება.
შეგახსენებთ, ენმ-ის სამი წევრი გუშინ, გლდანში მას შემდეგ დააკავეს რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
ამავე თემაზე: