რუსეთმა როგოზინი დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის "სენატორად" დანიშნა

გამოქვეყნდა:

''როსკოსმოსის'' ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის "სენატორი" გახდა

საოკუპაციო ''ადმინისტრაციაში'' როგოზინის ''სენატორად'' დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი ევგენი ბალიცკიმ, 23 სექტემბერს მოაწერა.  მომხდარს წინ უძღოდა, 8-10 სექტემბერს რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე ე.წ არჩევნების ჩატარება. თავად ბალიცკი კი ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. გუბერნატორია. 

"არჩევნებს" საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელი იქნება ამ უკანონო ქმედებაზე. ევროსაბჭოს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული მოჩვენებითი ''არჩევნები'' საერთაშორისო სამართლის მიხედვით ბათილად ითვლება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი