რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი მშვიდობანი მოქალაქე. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"24 სექტემბერს რუსეთი მეორედ დაესხა თავს ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავს. არიან დაღუპული და დაჭრილი უკრაინელები. მეორე ავიადარტყმის დროს რუსეთმა კერძო სახლები გაანადგურა," - წერია უწყების განცხადებაში.

ამას გარდა, რუსებმა მორიგი ავიაიერიში სოფელ ლვოვზეც განახორციელეს, რის შედეგადაც 67 წლის კაცი დაიღუპა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი