ხერსონის ოლქზე რუსების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი საუბრობს. ცნობილია, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად ქალაქ ბერისლავში განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლებიც.

ცნობილია, რომ რუსებმა ავიაიერიში სოფელ ლვოვზეც განახორციელეს, რის შედეგადაც 67 წლის კაცი 
დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი