"აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი ისტორიულია" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ახალი პაკეტი ისტორიულია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და გასულ კვირას აჯამებს. 

ამბობს, რომ ქვეყანა აშშ-სგან დამატებით არტილერიას, საჭირო ჭურვებს, "ჰაიმარსის" და საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილ რაკეტებს, ასევე, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სხვა ტიპის იარაღს მიიღებს. კანადიდან კი, ზელენსკის თქმით, უკრაინა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარსა და გრძელვადიან თავდაცვის მხარდაჭერას მიიღებს. მისივე თქმით, ქვეყანას საევაკუაციო მანქანებიც გადაეცემა. 

"არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის შესახებ. ეს ბოლო დრომდე აბსოლუტური ფანტაზია იყო, მაგრამ უკვე რეალობად ვაქცევთ... განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კანადის მთავრობას მზადყოფნისთვის, გამოყოს დაფინანსება ჰოლოდომორი გენოციდის მუზეუმის დასრულებისთვის. სიმბოლურია, რომ კანადა მხარს უჭერს უკრაინას ისტორიული მეხსიერების დაცვაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი