ავსტრია უკრაინას ატომური ელექტროსადგურის სრულყოფილად მუშაობისთვის 1 მლნ ევროს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე შალენბერგის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის სრულყოფილად მუშაობისთვის 1 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკვე 19 თვეა გრძელდება და მოსკოვი ეს პერიოდი ''მიუღებლად და უპასუხისმგებლოდ'' იქცევა, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხში. 

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა გაეროს წარუდგინა რუსების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის დაცვის გეგმა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ზაპოროჟიეს ოკუპაციას აგრძელებენ და IAEA-ს მიზანია ბირთვული ინციდენტის თავიდან აცილება. 

სწორედ ამიტომ ამ საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილია მილიონი ევრო, რომელიც ქვეყანას ივნისში გადაეცემა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინას და IAEA-შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა 2022 წლის მარტში დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლიდან ორგანიზაციამ მუდმივი კონტროლი დაამყარა უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი