ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ მოიგერიეს სარაკეტო შეტევა.
"წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელბეკის აეროდრომის მიდამოში ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. მუშაობა გრძელდება", - დაწერა მან.
მანამდე ცოტა ხნით ადრე სევასტოპოლში საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული, რის გამოც საზღვაო და სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. გარდა ამისა, თითქმის ერთი საათით ჩაკეტილი იყო ყირიმის ხიდი.