გაფიცვის 146-ე დღეს ჰოლივუდის სცენარისტებმა სტუდიებთან პირველად შეთანხმებას მიაღწიეს

გამოქვეყნდა:

ჰოლივიდუს გაფიცულმა სცენარისტებმა და მთავარმა სტუდიებმა კვირას მიაღწიეს პირველად შეთანხმებას მოლაპარაკებების სესიების შემდეგ, განაცხადა "ამერიკის მწერალთა გილდიამ" (WGA). გაფიცვა თითქმის ხუთთვიანი იყო და მან ჰოლივუდის დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია.

შეთანხმებას ჯერ კიდევ სჭირდება რატიფიცირება "ამერიკის მწერალთა გილდიის" წევრების მიერ, რომელიც წარმოადგენს 11 000-ზე მეტ მწერალს. კონტრაქტის დეტალები არ გასაჯაროებულა.

"დიდი სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გარიგება არის განსაკუთრებული - მნიშვნელოვანი მიღწევებითა და დაცვით სცენარისტებისთვის წევრობის ყველა სექტორში", - ნათქვამია WGA-ს წევრებს მიმართვაში.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა ორშაბათს სავარაუდო შეთანხმებას და მოუწოდა დამსაქმებლებს მუშაკებისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდისკენ.

WGA-ს შეუძლია სამშაბათს მისცეს უფლება თავის წევრებს დაბრუნდნენ სამსახურში, სანამ შეთანხმება ოფიციალურად იქნება რატიფიცირებული კავშირის წევრების მიერ.

ივლისის შუა რიცხვებიდან მსახიობთა გაერთიანება SAG-AFTRA ასევე გაფიცულია; SAG-AFTRA წარმოადგენს დაახლოებით 160 000 მსახიობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი