"ან არიან ნაძირლები, ან იდიოტები, ან იდიოტი ნაძირლები" - ხელისუფლების დუმილი მინსკის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

იდიოტი ნაძირლები მართავენ ქვეყანას - ასე აფასებს გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" სანიკიძე ამბობს, რომ განცხადებაში დაფიქსირებული იყო მხოლოდ სურვილები და არა პოზიცია, რადგან, საქართველოს ხელისუფლებას მინსკის მოვლენებზე  პოზიცია საერთოდ არ აქვს

 საქართველოს ხელისუფლებას ზოგადად არ აქვს პოზიცია. ამას შეიძლება ჰქონდეს სამი მიზეზი: ან არიან ნაძირლები, ან არიან იდიოტები ან არიან იდიოტი ნაძირლები. მე უფრო მესამე ვერსიას ვემხრობი, რომ იდიოტი ნაძირლები მართავენ ქვეყანას და შედეგი გვაქვს ის, რომ საქართველო არის ტოტალიტარულ ბანაკში - თქვა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ტოტალიტარული სახელმწიფოების რიცხვი სულ უფრო მცირდება. სანიკიძის თქმით ე.წ  "პოსტ კორონა" ეპოქაა, რომელიც ოლიგარქიას, ტირანიას და ტოტალიტარიზმს გაანადგურებს.

"პოსტ კორონა" ეპოქა იქნება ხალხის უფლებების, თავისუფლებების , მოვალებების ბრძოლისათვის ეპოქა- აღნიშნა სანიკიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბელორუსში ყველლანაირ ძალადობას ემიჯნება და სჯერა, რომ ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას. ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. 

ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, რომელიც ამჟამად დევნილობაშია, მოსახლეობას შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თავის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვონ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა.

ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი