თეა წულუკიანის რეპრესიები სულ უფრო მასშტაბური ხდება, შესაბამისად, იზრდება საპროტესტო ტალღა მინისტრის წინააღმდეგ. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელს ხელოვნების უკვე ყველა სფეროს წარმომადგენლები უპირიპირდებიან.
ამჯერად წულუკიანის სამიზნე სახელმწიფო კონსერვატორიაა, რომელზეც ის სრული კონტოლის დამყარებას აპირებს. რექტორი მუსიკალურ სასწავლებელში არჩევის წესით აღარ დაინიშნება - არჩევნები გაუქმებულია. მინისტრის გეგმა ბრძანების გამოცემისთანავე შევიდა ძალაში, ისე, რომ ამის შესახებ არც კონსერვატორიის რექტორი და არც თანამშრომლები ჩაუყენებია ვინმეს საქმის კურსში.