კრემლი აშენებს ახალ სარკინიგზო ხაზს, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებს რუსეთთან დააკავშირებს - ანდრიუშჩენკო

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული ძალები აშენებენ ახალ რკინიგზას, რომელიც დააკავშირებს ოკუპირებულ ქალაქებს მარიუპოლს, ვოლნოვახასა და დონეცკს სამხრეთ რუსეთთან.

მისი თქმით, რუსებმა "დაიწყეს სარკინიგზო ხიდის მშენებლობა სოფელ გრანიტნოესთან (ვოლნოვახას რაიონი) მდინარე კალმიუსზე. წარმატების შემთხვევაში, ეს საშუალებას მისცემს არსებულ მარიუპოლ-ასლანოვე-კალჩიკ-ვოლნოვახას პირდაპირ დაუკავშირდეს ტაგანროგსა და დონის როსტოვს".

მერის მრჩეველი ამბობს, რომ თუ რკინიგზა დასრულდება, ეს საშუალებას მისცემს რუსეთს სამხედრო და სამოქალაქო მარაგი გადაიტანოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხრეთ უკრაინაში ყირიმის ხიდზე დამოკიდებულების გარეშე.

ყირიმის ხიდი ბოლო თვეებია უკრაინული ძალების მხრიდან მზარდი თავდასხმების ქვეშაა, რადგან უკრაინა ცდილობს გაწყვიტოს რუსეთის მიწოდების ხაზები.

ცნობისთვის, საპორტო ქალაქი მარიუპოლი, რომელიც დონეცკის რეგიონში 2022 წლის მაისიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი