უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 28 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 330 სამხედრო, 38 მტრის საარტილერიო სისტემა, 12 ჯავშანტექნიკა და 4 ტანკი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 277 320 (+330)
- ტანკი - 4 679 (+4)
- ჯავშანტექნიკა - 8 962 (+12)
- საარტილერიო სისტემა - 6 375 (+38)
- სარაკეტო სისტემა - 793 (+1)
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 535 (+1)
- თვითმფრინავები - 315 (+0)
- ვერტმფრენი - 316 (+0)
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 957 (+9)
- საკრუიზო რაკეტები - 1 529 (+0)
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 815 (+23)
- გემი/ნავი/კატარღა - 20 (+0)
- წყალქვეშა ნავი - 1 (+0)
- სპეციალური აღჭურვილობა - 929 (+2).