NATO უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს, - ამის შესახებ კიევში ჩასვლის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, „NATO-მ და უკრაინამ გააფორმეს ორმხრივი კონტრაქტები ძირითადი ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე“. ცნობილი ხდება, რომ ალიანსისგან უკრაინას გადაეცემა 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სატანკო 120/105მმ-იანი ჭურვები.
იხილეთ ასევე: