გერმანიამ რაც შეიძლება მალე უნდა გადასცეს Taurus ფრთოსანი რაკეტები უკრაინას და უკრაინელებს აქვთ სრული უფლება, შეუტიონ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს ნებისმიერი იარაღით, მიუხედავად მისი წარმოშობისა - აცხადებს გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანი Berliner Morgenpost-თან ინტერვიუში.
"საერთაშორისო კანონმდებლობა აძლევს უკრაინას უფლებას, შეტევა მიიტანოს სამხედრო ობიექტებზე რუსი აგრესორის ტერიტორიაზე, განურჩევლად იმისა, თუ სად არის დამზადებული იარაღი და ვინ აწვდის მას", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
გერმანიას ჯერ არ გადაუწყვეტია მიაწვდის თუ არა Taurus -ის რაკეტებს უკრაინას. მედიის ინფორმაციით, გერმანიის სამპარტიულმა კოალიციურმა მთავრობამ მხარი დაუჭირა მათ მიწოდებას უკრაინისთვის, თუმცა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ის შეაჩერა.