რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი დაბომბეს | დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქი ვოვჩანსკი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. 

"1-ელ ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი ვოვჩანსკი. დაბომბვის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილას იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი