ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიევში შეხვედრებს განაგრძობს და ამჯერად, უკრაინის თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს ხვდება.
როგორც ევროდიპლომატი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, უკრაინელ მინისტრთან საუბრისას ევროკავშირის უწყვეტ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს.
''რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ეგზისტენციალური საფრთხეა ყველა ჩვენგანისთვის. ჩემს რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის უწყვეტი სამხედრო დახმარება. უკრაინას მეტი შესაძლებლობები უფრო სწრაფად სჭირდება. ჩვენ ვამზადებთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ვალდებულებებს.'' - წერს ბორელი
შეგახსენებთ, თავდიცის მინისტრამდე ჯოზეფ ბორელი ქვეყნის მთავარსარდალს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.