უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული 7 "შაჰიდიდან" 4 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 2 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 7 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 4 ჩამოაგდეს.

მანამდე სამხრეთის სარდლობამ განაცხადა, რომ 3 დრონი ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის ოლქში და 1 ხერსონის ოლქში.

ხერსონში იფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 2 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა რამდენჯერმე დაბომბა რეგიონი, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სასწავლო დაწესებულებები, კერძო სახლები და კორპუსები, ასევე საწარმოს ფართები.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ დაახლოებით 05:00 საათზე მტერმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ხერსონის ცენტრს. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა მალევე ჩააქრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი