უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ადასტურებს, რომ პირველ ოქტომბერს, რუსეთის სმოლენსკის საავიაციო ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა. უწყება ამბობს, რომ 4 დრონიდან სამი მიზანში მოხვდა.
"2023 წლის 1 ოქტომბერს, სმოლენსკის საავიაციო ქარხანაზე დარტყმის შედეგად, ჩაიშალა სხვადასხვა მოდიფიკაციის X-59 რაკეტების წარმოების პროცესი.
დადასტურებული მონაცემებით, ოთხი დრონიდან სამი მიზანში მოხვდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო საწარმოს საწარმოო შესაძლებლობებს", - წერია განცხადებაში.
1 ოქტომბერს, დილით, დრონებით თავდასხმა იყო სმოლენსკსა და სოჭს. მედიაში გავრცელა ინფორმაცია, რომ შეტევა იყო სმოლენსკის საავიაციო ქარხანაზე, როემლიც სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაშია.