ბულგარეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

გამოქვეყნდა:

ბულგარეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აიკრძალა. ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა, რომ კანონი ძალაში დღეიდან, 2 ოქტომბრის დღის ბოლოდან შევა. რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მსგავსი აკრძალვა უკვე დააწესეს.

იმოქმედებს თუ არა გამონაკლისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კურპუსის კუთვნილ მანქანებზე, ამ ეტაპზე უცნობია. აკრძალვა ეხება სატვირთო მანქანებსაც. 

ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა რუსული მანქანების შესვლის აკრძალვა მას შემდეგ დააწესეს, რაც ევროკომისიამ 8 სექტემბერს გამოაქვეყნა სანქციების განმარტება, სადაც ნათქვამია, რომ რუსული ნომრით მანქანების შესვლა შესაძლოა სანქციების რეჟიმით აკრძალულ იმპორტს გაუტოლდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი