"რუსული კანონის" მორიგი ნაირსახეობაა - ბოკუჩავა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ე.წ. კარვების კანონი "რუსული კანონის" მორიგი ნაირსახეობაა. საუბარია "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატან ცვლილებზე, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებმა მოამზადეს და მის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლებას ეშინია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შეიძლება მათ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში გამოხატონ.

"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს გამოვა საქართველოს პარლამენტის ბიუროზე, წარმოადგენს „რუსული კანონის“ მორიგ ნაირსახეობას, რომელიც მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ. ეს ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟირების მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას, ისევე როგორც ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება ეუთოს, ოდირის და ვენეციის კომისიის შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს.

მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიის და ეუთო, ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე, რუსული კანონის ახალი ნაირსახეობა ვერ შეაშინებს საქართველოს მოქალაქეებს და ვერ შეაჩერებს იმ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა სხვადასხვა თემებზე გამოხატონ, თუმცა მსგავსი მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან უდავოდ ჩრდილს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს", - თქვა ბოკუჩავამ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი