"შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. 

განსახილველად კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს გადაეცა.

ბიუროს სხდომაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ინიციატივის მიზეზად სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება დაასახელეს "სახელმწიფო გადატრიალებაზე".

"ამ საკითხის უგულებელყოფა და გადადება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პირდაპირ დარტყმა", - თქვა მათიკაშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას სთავაზობდა არ განეხილა საკითხი დაჩქარებული წესით და ეუთო ოდირი, ასევე ვენეციის კომისია ჩართულიყო პროცესში.  "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ კი "ოცნებას" მოუწოდა 12 დეკემბრის შემდეგ განეხილათ კანონპროექტი, რადგან მისი თქმით, 12 დეკემბრამდე საქართველოს ისტორიული ბედი წყდება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

"თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ რომ კარავი არის განმსაზღვრელი თქვენი დამხობის?! თქვენ თუ კარვების გეშინიათ, თქვენი სიმბოლო, თქვენ ხელისუფლებაში რითი მოხვედით, რკინის საკნებით, რუსთაველზე 3 თვე იდგა, რკინის საკნებსაც ეხება თუ მარტო ნაჭრის კარვებს", - იკითხა გოცირიძემ.

"საქართველოსთვის" დეპუტატმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირ ანტიდასავლურ რიტორიკას აღვივებს, მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ერთადერთი, ვისაც რადიკალური სცენარი უნდა საქართველოში - რუსეთია.

ასევე ნახეთ:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი