"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის სამხრეთით... არის წარმატება" | ილია ევლაში

გამოქვეყნდა:

უკრაინის აღმოსავლეთ ჯარების ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ილია ევლაშმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ  ბახმუტის სამხრეთით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, ზოგიერთი მიმართულებით უკრაინელები წარმატებებს აღწევენ და მიღწეულ საზღვრებში არიან გამყარებული.

"ბახმუტის სამხრეთით ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ შეტევითი ოპერაციას, ზოგიერთ რაიონში გვაქვს წარმატებები და ვაგრძელებთ კონსოლიდაციას მიღწეულ საზღვრებზე. მტერი ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები კლიშჩიივკასა და ანდრიივკას მიდამოებში, მაგრამ უშედეგოდ", - განაცხადა იევლაშმა.

გარდა ამისა მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებით ვითარება სტაბილურად დაძაბულია,თუმცა კონტროლის ქვეშაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი