უკრაინამ და იტალიამ ოდესის საკათედრო ტაძრის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
აღნიშნული ტაძარი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
იტალიის ვიცე-პრემიერის, ანტონიო ტაიანის თქმით, ტაძრის რესტავრაციაში საუკეთესო იტალიელი არქიტექტორები ჩაერთვებიან.
"ეს არის მკაფიო კულტურული და პოლიტიკური გზავნილი უკრაინისთვის", - თქვა ტაიანიმ.
მანამდე იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა მონაწილეობა მიიღოს ფერისცვალების საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში.