აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ-ჟან პიერმა განაცხადა.
"ჩვენ მალე გამოვაცხადებთ უკრაინის დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებს, ის ცდება," - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ დახმარების ეს პაკეტი "იქნება სიგნალი" იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მანვე დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარება კიევს იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა.